პიცის ისტორია

პიცის პროტოტიპი 2500-ზე მეტი წლისაა. მის სამშობლოდ ძველი საბერძნეთი ითვლება. რა თქმა უნდა, იმ დროს პიცას არ ჰქონდა ის სახე და გემო, რომელსაც შეჩვეული ვართ, უბრალოდ მრგვალი, ბრტყელი პური იყო ზედ განლაგებული სხვადასხვა პროდუქტებით. ძველი ბერძნები წინასწარ ამზადებდნენ ცომს, შემდეგ ცომზე აწყობდნენ სხვადასხვა პროდუქტს. ყველაზე ხშირად იყენებდნენ შავ ზეთისხილს, ნიორს, ხახვს, ბალახეულს, ყველსა და კარაქს. ჯერ კიდევ პლატონის მიერ არის მოხსენიებული ჩანაწერში "რესპუბლიკა", რომ ეს კერძი მზადდებოდა დღესასწაულებზე. იგი ცნობილია, სახელწოდებით პლაკუნტოსი (Plakuntos). გარკვეული დროის შემდეგ, მსგავსი სხვა კერძი აღმოჩნდა ასევე ძველ რომში, სახელწოდებით პლაკენტა (Plakenta).
იგი სახელწოდებითა და შემადგენლობით ძალიან ჰგავდა ბერძნულს, მაგრამ განსხვავდებოდა კულტურული თავისებურებით. ხოლო ჩვენთვის ცნობილი იტალიური პიცის ისტორია იწყება დაახლოებით 200 წლის წინ, როცა ევროპის ყველაზე ხალხმრავალ ქალაქ ნეაპოლში, პურის მცხობელები აცხობდნენ კვერს, რომელსაც ზედ ტომატის პასტას და ზეთს უსვამდნენ და აყრიდნენ ორეგანოს, ხანდახან ყველს.

ამგვარად დაედო სათავე პიცის ისტორიას. იმ დროს ყველაზე პოპულარული იყო პიცის სახეობები: "მარინარა" და "მარგარიტა". პირველს, მეზღვაურების პატივსაცემად უწოდეს, ხოლო მეორეს- ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. "მარგარიტა" პირველად მომზადდა 1889 წელს და თავისი სახელწოდება მიიღო იტალიის მეფე უმბერტო I მეუღლე, დედოფალ მარგარიტას პატივსაცემად.
სამეფო ოჯახმა, ნეაპოლში ზაფხულში დასვენებისას, მოისურვა ადგილობრივი კერძების დაჭაშნიკება. მეფის მზარეულმა სწრაფად შეაგროვა ყველა რეცეპტი და დაიწყო მომზადება. მაგრამ გემრიელი არაფერი გამოუვიდა. მაშინ სასახლეში მიიწვიეს პიციოლო რაფაელ ესპოზიტიო თავის ცოლთან ერთად. მათ მოამზადეს სამნაირი პიცა. პირველი შეიცავდა პამიდორს, მოცარელას და რეჰანს, რომელიც ფერით მიაგავდნენ იტალიის დროშას.


სწორედ ეს პიცა მოეწონა ყველაზე ძალიან დედოფალს და მის პატივსაცემად უწოდეს „მარგარიტა“. დედოფალმა მარგარიტამ ბრძანა, რომ ეს პიცა მხოლოდ სასახლეში გამოეცხოთ. მაგრამ რევოლუციის შემდეგ ეს კანონი, ისევე როგორც სხვა მრავალი გაუქმდა. დღეს უკვე იტალიაში არსებობს ორი ათასზე მეტი პიცის სახეობა.

  "ტაშირ პიცა" იცავს იტალიური პიცის ტრადიციებს, მაგრამ   წარმოადგენს საკუთარი გემოს და სახის თავისებურებებს.